Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე -2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2024 წლის 4 მარტის N6113/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის N46/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესის’’ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,6. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფონდებით სარგებლობის წესი:

ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ საარქივო დოკუმენტებზე დაშვება თავისუფალია გრ. წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

ბ) მკითხველი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი მიმართვა (მკითხველის სახელი, გვარი, სამუშაო ან სასწავლო ადგილი, სამუშაო თემა, საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი). მომართვას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მომართვა აგრეთვე უნდა შეიცავდეს მკითხველის სამუშაო ან სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე თსუ საარქივო დოკუმენტებთან დაშვების საჭიროების დასაბუთებას.

გ) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მკითხველს უფლება აქვს სამკითხველო დარბაზში იმუშაოს თარჯიმანთან ერთად.

დ) საარქივო დოკუმენტის ელექტრონული ან ფიზიკური ასლის მიწოდება ხდება შეკვეთის ფურცლის შევსებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. ვადის ათვლა იწყება შეკვეთის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დოკუმენტის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვადის შემცირება ან გაზრდა;

ე) მკითხველს უფლება აქვს ერთდროულად გამოიწეროს და გამოიყენოს არა უმეტეს 5 დოკუმენტისა.

ვ) პირადი არქივის დოკუმენტის ელექტრონული ან ფიზიკური ასლი გაიცემა საარქივო დოკუმენტების გადმომცემ პირთან დადებული ხელშეკრულების პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ნებართვით, დასაშვებია საარქივო დოკუმენტის დედნით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. თ) პუბლიკაციებსა და სამეცნიერო შრომებში მკითხველის მიერ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საარქივო მასალების გამოყენებისას მკითხველი ვალდებულია, მიუთითოს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კონკრეტული საარქივო ფონდი და დოკუმენტის ნომერი.

ი) შეზღუდულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო დოკუმენტებთან დაშვება და სარგებლობა:

ი.ა) თუ დოკუმენტი შეეხება პიროვნების პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას (პერსონალური ინფორმაცია - მონაცემები, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა: ასაკი, სქესი, ეროვნება, მოქალაქეობა, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა);

ი.ბ) თუ დოკუმენტი შეეხება პიროვნების შესახებ სისხლის სამართლის პროცესისა და პოლიციური უწყებების მასალებს – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ფონდის მიღებისას დადებული ხელშეკრულების თანახმად არ არის განსაზღვრული სხვა კონკრეტული ვადები;

ი.გ) თუ საარქივო დოკუმენტი დაზიანებულია და საჭიროებს რესტავრაციას;

ი.დ) თუ საარქივო დოკუმენტზე არის გადმომცემის საგანგებო გრიფი;

ი.ე) თუ საარქივო დოკუმენტი გამოუქვეყნებელია და ბიბლიოთეკას თავად აქვს დაინტერესება მის პირველად კვლევასა და გამოქვეყნებაზე;

ი.ვ) პირად არქივებში არსებული ეპისტოლური დოკუმენტები გაიცემა მხოლოდ არქივის გადმომცემი პირის ნებართვით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავტორის გარდაცვალებიდან გასულია 75 წელი;

ი.ზ) თსუ ბიბლიოთეკის საარქივო დოკუმენტების ასლების კერძო საკუთრებაში გადაცემისას მოქმედებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება N152/02-01. 05.12.2013.

ი.თ) თსუ ბიბლიოთეკის საარქივო დოკუმენტების ელექტრონული პირების გაცემა ხდება წყლის ნიშნების დართვით.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი