,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 15 მარტის N75/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავჯდომარე,
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის წევრი;
გ) კახა ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე - კომისიის წევრი;
დ) ნინო მარუაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.
2.დამტკიცდეს გამომცემლობის დირექტორის კანდიდატის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1).
3.საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი აპრილისა.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გამომცემლობა).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე