Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 34-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის მე -3 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28- ე მუხლის , 29-ე მუხლის მე -3 პუნქტის , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირეული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 20 მაისის N16/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2024 წლის 16 მაისის N12920/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 27 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 28 ივნისიდან 2024 წლის 5 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 26 ივლისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი რომანული ფილოლოგიის კათედრა (ესპანური ფილოლოგია)

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

რომანული ფილოლოგიის კათედრა (ფრანგული ლიტერატურა)

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“)

გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ენა და თარგმანი)

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“)

კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი კულტურის კვლევების კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი სახვითი ხელოვნების კათედრა

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრა

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი თურქოლოგიის კათედრა

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

არაბისტიკის კათედრა

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“)

საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ასისტენტ - პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ასისტენტ - პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“)

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს იწარმოებს 2024 წლის 28 ივნისიდან 2024 წლის 5 ივლისის ჩათვლით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 1 (I კორპუსი) ოთახი N207;

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვი ს დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი