Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე 14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე- 11 პუნქტების  და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის    2024 წლის  8 აგვისტოს  N20833/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ

1.განისაზღვროს    სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთსაფეხურიანი   საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)  და            „სტომატოლოგია“            (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისთვის   2024-2025 სასწავლო  წლის   სასწავლო  პროცესის   ვადები შემდეგი სახით:


1.1. 2024-2025 სასწავლო     წლის      შემოდგომის      სემესტრში       ჩარიცხული სტუდენტებისათვის (I სემესტრი):


ა) შემოდგომის სემესტრი


ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-2 სექტემბერი- 28 ოქტომბერი; ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 7-28 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 28 ოქტომბერი - 28 დეკემბერი, 6 იანვარი - 15 მარტი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები- 17 – 22 მარტი;
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 6 იანვარი, 24-31 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 23 მარტი- 1 აპრილი; ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 25- მარტი-1 აპრილი;
ბ.გ)  სააუდიტორიო   მეცადინეობები  (კურაციული  სისტემით)–  1  აპრილი-2 აგვისტო;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები- 4-9 აგვისტო; ბ.ე) არდადეგები- 11 აგვისტო- 26 სექტემბერი.


1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 12 აგვისტო- 30 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 16 – 30 სექტემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით)- 30 სექტემბერი  -28 დეკემბერი - 6 იანვარი - 15 თებერვალი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები - 17-22 თებერვალი
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 6 იანვარი, 24 თებერვალი- 7 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 23 თებერვალი - 10 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 25 თებერვალი -10 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული  სისტემით)– 10 მარტი  – 19ივლისი;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები 21 -26 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები- 28 ივლისი- 26 სექტემბერი.


2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე