,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2024 წლის 13 აგვისტოს N21166/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 07 აგვისტოს N 262/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. თსუ-ის ბიბლიოთეკის შიდა ეზო და მიმდებარე ტერიტორია, ბიბლიოთეკის ფოიე და კიბეები:
ა) განათებით - ერთი საათი -150 ლარი, დღიურად - 800 ლარი;
ბ) კონდიციონირებით ან გათბობით - ერთი საათი - 200 ლარი, იგივე პაკეტი დღიურად - 900 ლარი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფო რმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა