Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2024 წლის 18 ივლისის „სკოლისშემოდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ N MES 8 24 0000880777 ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 25 სექტემბრის MES 2 24 0001201142 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის - აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსის 2024 წლის 30 სექტემბრის N17619/10-02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამაზე 2024- 2025 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი