Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის 2024 წლის 25 ნოემბრის N31829/10 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 20 ნოემბრის N1203/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ N1-ში:

ა) „საფინანსო სერვისების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სიით 148 ნომერი ია ბრეგვაძე პირადი ნომერი 54401061712 ამოღებულ იქნას სიიდან პროგრამზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების არ წარმოდგენის გამო.

ბ) ჩაირიცხონ 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ აპლიკანტები და რექტორის 2024 წლის 20 ნოემბრის N1203/01-04 ბრძანების პირველი პუქტით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამედბარე ბრძანებაზე დართული ახალი რედაქციით (დანართი N1).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი