Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011  წლის 16 მაისის N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული    „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების   გავლის   დებულების“   და   მატერიალური   რესურსების მართვის დეპარტამენტის   უფროსის  ი.  სოფრომაძის  2025 წლის   5 ივნისის  N13831/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორების შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მატერიალური   რესურსების მართვის დეპარტამენტის      აქტივების    მართვის,     ჩამოწერის    და     განკარგვის განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე -   2 ვაკანსია.
2.კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს/დამამთავრებელი კურსის  სტუდენტს/მაგისტრატურის სტუდენტს.
3.სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება  3 (სამი) თვე, არანაკლებ კვირაში  -30 საათისა. ანაზღაურებადი სტაჟირება  განისაზღვრება   თვეში    701.53 (შვიდასერთი   ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
4.კონკურსში მონაწილე პირი უნდა  იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “სახელმწიფო ქონების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
გ) თსუ-ს წესდებას;
დ) თსუ-ს მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის დებულებას.
5.   კონკურსანტი უნდა   აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ)   საოფისე კომპიუტერული პროგრამები  -   Microsoft Office:  WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT, OUTLOOK.
6.   სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ა) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
ბ) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი 
გ) გუნდური მუშაობის კულტურა
დ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ე) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ვ) ინიციატივის გამოვლენა
ზ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი 
თ) კომუნიკაბელურობა
ი) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

7.   სტაჟიორის ფუნქცი-  ვალდებულებებია:
ა)   გაეცნოს   მატერიალური    რესურსების    მართვის   დეპარტამენტის    დებულებას, უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) შეისწავლოს    უძრავ    ქონებასთან    დაკავშირებული     მართვის    საკითხები     და შესაბამისად მოახდინოს მათი განახლება და დამუშავება სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel-ში, Word- ში და სხვადასხვა ბაზებში).
გ)   შეისწავლოს   საჯარო   რეესტრის   ეროვნული   სააგენტოს   საიტზე   მონაცემების მოძიების,  მათი დამუშავების და განახლების პროცესი.
დ) შეისწავლოს  და   უზრუნველყოს   უნივერსიტეტის   საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი  ქონების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.
ე) განახორციელოს უნივერსიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში  არსებული  იჯარის ფორმით გაცემული  ქონების,  აღრიცხვა და შესაბამისი  საინფორმაციო ბაზის მომზადება.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვადასხვა  სახელმწიფო ორგანიზაციებიდან,  კერძო იურიდიული  თუ   ფიზიკური პირებიდან,  შემოსულ კორესპოდენციაზე  მოამზადოს  შესაბამისი  წერილობითი პასუხები.
ზ)  უზრუნველყოს, ხელმძღვანელის  დავალებით, დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული მიმდინარე საკითხების  მომზადება და განხორციელება.
8.   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის      კანდიდატმა       უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 
ა)     განაცხადება    კონკურსში   მონაწილეობის თაობაზე  (დანართი  N2  და  დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)  განათლების  დამადასტურებელი,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხოენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“  (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
9.      დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2025 წლის   11 ივნისიდან   16
ივნისის  ჩათვლით.
10. კონკურსში მონაწლეობის   მსურველი აპლიკანტების    შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის  საფუძველზე  და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს  ეცნობებათ  ელ-ფოსტაზე.  შემდეგ  ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის
11 ივნისიდან  16 ივნისის ჩათვლით 17 საათამდე უნივერისტეტის კანცელარიაში ან ელექტრონულ  ფოსტაზე stajireba@tsu.ge  სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - ანაზღაურებადი სტაჟირება მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
12. ინფორმაცია   ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის    სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის აქტივების მართვის, ჩამოწერის და განკარგვის განყოფილებაში სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების     შესახებ“ განცხადება  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ინტერნეტ სივრცეში.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის პირველი ივლისისა.
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე