Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’  და  "ი"  ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2025 წლის  18 ივნისის N178/02-01 ბრძანების და მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის  2025 წლის  19 ივნისის  N 115169/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური        რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შესარჩევად.
2.მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება      განისაზღვრება თვეში 1180 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს სრული ზოგადი  განათლება;
ბ) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამეურნეო სფეროში);
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  (Word, Excel) ;
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ვ) სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
5.  მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება:
ა)   უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში  და  მის  პერიმეტრზე  სანიტარულ  -
ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
ბ) კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება.
გ)  გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება.
დ)  ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
6.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ - ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;
7.   სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის
მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი N1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N2);
8.   ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის 25 ივნისიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:  vacancy@tsu.ge  სათაურის  ველში  უნდა  მიეთითოს
„მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“.
9. ბრძანება  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრსტორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
10. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 11 ივლისისა;
11. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა