„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულელის 2023 წლის 23 თებერვლის N43/02-01 და 22 ივნისის N152/02-01 ბრძანებების, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის 07.07.2025წ. N16659/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ 2025 წლის 23 ივნისის N1 სხდომის ოქმით გამარჯვებულად გამოვლენილი 2 პროექტი:
1.მასტერკლასები ბექენდ პროგრამირებაში (node js) - პროფესიული პროგრამა „Front- end დეველოპმენტი“
2.საქართველოს საბაჟოს სისტემაში ინოვაციები, პროფესიული სტუდენტის დასაქმების შესაძლებლობები და გამოწვევები - პროფესიული პროგრამა „საბაჟო საქმე“
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი, პროფესიული განათლების ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე