Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   მესამე  ნაწილის, 54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებიდან   სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის  მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და უმაღლესი განათლების    მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,ვბრძანებ:

ვბრძანებ:

1. შეუწყდეთ  თსუ-ს  სტუდენტის  სტატუსი    2025-2026 სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრიდან სხვა  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გადასვლის  გამო წინამდებარე ბრძანების   N1 დანართში  მითითებულ შემდეგ  სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო       ტექნოლოგიების        დეპარტამენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. აევალოს  კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი     მონაცემების     გარეშე    და     გადასცეს     შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება  ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია