საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე- 9 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2025 წლის 6 ოქტომბრის N24853/29 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შევიდეს ცვლილება „ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 5 აგვისტოს N169/01-01 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 21 ოქტომბრისა“.
2.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის "ელექტრონულ გვერდზე;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია