"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03;23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2025 წლის 6 ოქტომბრის N24849/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნირო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტებს ასევე მოეთხოვებათ: გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 20 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 10 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში
5. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 15 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 5 დეკემბრისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
თეორიული ფიზიკის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
7. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე. ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი, №2, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მე-2 სართული, ოთახი №7.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია