Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ნოდარ ამაღლობელის სახელობის  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მირიან ტაბიძის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25194/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2025 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი N06/25) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ      – ივანე   ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის    სამეცნიერო-კვლევით     ინსტიტუტში    მეცნიერი     თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამაზ    კერესელიძე      - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი.
ბ) მერაბ   გოგბერაშვილი     - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი.
გ) რევაზ შანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ    - თამაზ კერესელიძე, საკონკურსო კომისიის წევრად - რევაზ შანიძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად -  მერაბ გოგბერაშვილი

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 3 ნოემბრისა.

5.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია