Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი"    ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  23 ივლისის  N11/04 ერთობლივი ბრძანების,   ,,სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N7; 26.12.2023წ), ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2025 წლის პირველი ოქტომბრის N24589/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ  პროფესორის ასისტენტის შესარჩევად.

2. ბრძანების   პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი ) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა    და      საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი   უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უნდა  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).
4.აპლიკანტი   უნდა  იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი;

6.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პროფესორის ასისტენტის  პოზიციაზე დასაქმების  შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
•       პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება ფაკულტეტზე საორგანიზაციო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
• კათედრის სხდომის ოქმების და სხდომის ოქმებიდან ამონაწერის წარმოება; 
•       კათედრის ხელმძღვანელისათვის კათედრის აკადემიური პერსონალისა  და მოწვეული პედაგოგების დატვირთვების განაწილებაში დახმარება;
•     ფორმა N5,  ფორმა N3  მომზადება და მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში;
•       პროფესორ-მასწავლებელთა CV -ების, სერტიფიკატებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოწმობების შეგროვება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის გადაცემა;
• ფაკულტეტის ადმინისტრაციიდან და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურიდან შემოსულ წერილებზე მყისიერი რეაგირება და დროული ინფორმირება დანიშნულებისამებრ;
•   საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო  სამეცნიერო კონფერენციებში  მონაწილეობის მსურველთა   ინფორმირება,  კათედრაზე   ჩატარებული   შიგა   ტურის  ორგანიზება,
გაფორმება და გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის;
•          კათედრის     მაგისტრანტების, დოქტორანტების, მოდულის სტუდენტების საჭიროებისამებრ ინფორმირება, საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა და ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება.
•     საკონსულტაციო საათების გრაფიკის შედგენა, კათედრის ლექცია-სემინარების ცხრილის შედგენა.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით   გამოცხადებული ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”. 
8. კონკურსში     მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის  დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  - “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  პროფესორის ასისტენტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  პროფესორის ასისტენტის შერჩევის მიზნით
შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ნოემბრისა.
14. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება,
პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა    აუდიტის   სამსახური,    საზოგადოებასთან    ურთიერთობის     დეპარტამენტი,
ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე