,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2025 წლის 27 ოქტომბრის N27246/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი N9 ) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) როსტომ ჩხეიძე-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
ბ) დარეჯან მენაბდე-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
გ) ირაკლი კენჭოშვილი -შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის  თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
დ) გაგა ლომიძე -შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის  თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
ე) მაია ჯალიაშვილი-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის  განყოფილების ,მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ      როსტომ ჩხეიძე  , საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ დარეჯან  მენაბდე, საკონკურსო კომისიის  მდივნად მაია ჯალიაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 2 დეკემბრისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,შოთა  რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია
