Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის   პირველი, მე-2, მე-3   და მე-5 პუნქტების,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი   წესისა   და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025   წლის     26 ნოემბრის     N11/04  ერთობლივი ბრძანების და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის   ლაშა ბრეგვაძის  2025 წლის   25 ნოემბრის  N30840/10 და  27 ნოემბრის N31061/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ    წერეთლის   სახელობის   სახელმწიფოსა   და   სამართლის ინსტიტუტში  მთვარი მეცნიერი  თანამშრომლის და უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2.მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის   თანამდებობაზე   10 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე      მუშაობას,      არამედ     გამოქვეყნებულ      სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი,  რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და     გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მთვარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო  -  კვლევითი  ერთეულის   სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში      მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის  დაკავების   დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს    საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის   2 დეკემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით (შაბათ- კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის  პირველ თებერვლისა.
5.კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მთვარი  მეცნიერ  თანამშრომლის და    უფროსი  მეცნიერ  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) კერძო სამართლის განყოფილება;
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - (10 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული 

ბ)  სისხლის სამართლისა და  კრიმინოლოგიის განყოფილება;
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული

6.სამეცნიერო თანამდებობაზე    გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   (ასეთის არსებობის  შემთხვევაში)   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)   სამეცნიერო   საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით     და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)სამეცნიერო-კვლევითი    საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
7.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ  თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. მისამართი:  ქ. თბილისი.  გერონტი  ქიქოძის  ქ. N3, მე  - 2 სართული, კანცელარია. ტელეფონი: (+955 32) 298 32 45.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ  ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის    მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია