Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 52-ე მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,  56–ე მუხლის მე-2  და  მე-3  ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს    ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანების

ა) 1.1 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში სააუდიტორიო  მეცადინეობები ნაცვლად:

„22 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 5-10 იანვარი; “

განისაზღვროს: „22 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 8-14 იანვარი; “

ბ) 1.1 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტში საგამოცდო პერიოდი ნაცვლად:

„12 იანვარი - 7 თებერვალი ( დასკვნითი გამოცდები),  13-20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);  “

განისაზღვროს: „ 16 იანვარი - 13 თებერვალი (დასკვნითი  გამოცდები), 18-24 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

გ) 1.1 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტში არდადეგები ნაცვლად:

„29 დეკემბერი - 4 იანვარი, 21 თებერვალი - 1 მარტი ; “

განისაზღვროს:  „29 დეკემბერი - 7 იანვარი, 25 თებერვალი -1 მარტი; “

დ) 1.1 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„23 თებერვალი - 2 მარტი “

განისაზღვროს: „25 თებერვალი - 2 მარტი “

ე) 1.2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში სააუდიტორიო  მეცადინეობები ნაცვლად:

„29 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 5-17 იანვარი; “

განისაზღვროს: „29 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 8-21 იანვარი;“ 

ვ) 1.2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტში საგამოცდო პერიოდი ნაცვლად:
„20 იანვარი - 7 თებერვალი (დასკვნითი  გამოცდები),  13-20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები); “

განისაზღვროს: „23 იანვარი - 11 თებერვალი (დასკვნითი  გამოცდები), 17-24 თებერვალი (დამატებითი გამოცდები); “

ზ) 1.2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტში არდადეგები ნაცვლად:

„29 დეკემბერი - 4 იანვარი, 21 თებერვალი - 1 მარტი ;“

განისაზღვროს: „29 დეკემბერი - 6 იანვარი, 25 თებერვალი -1 მარტი;“

 თ) 1.2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:
„23 თებერვალი - 2 მარტი “

განისაზღვროს: „25 თებერვალი - 2 მარტი “

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია