Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025- 2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 12 აგვისტოს N188/01-01 ბრძანების


ა) 1.1 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტში სააუდიტორიო  მეცადინეობები ნაცვლად:

„22 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 5-10 იანვარი; “

განისაზღვროს: „22 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 8-14 იანვარი; “

ბ) 1.1 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში საგამოცდო პერიოდი ნაცვლად:

„12 იანვარი - 7 თებერვალი ( დასკვნითი გამოცდები),  13-20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);  “

განისაზღვროს: „ 16 იანვარი - 13 თებერვალი (დასკვნითი  გამოცდები), 18-24 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

გ) 1.1 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში არდადეგები ნაცვლად:

„29 დეკემბერი - 4 იანვარი, 21 თებერვალი - 1 მარტი ; “

განისაზღვროს:  „29 დეკემბერი - 7 იანვარი, 25 თებერვალი -1 მარტი; “

დ) 1.1 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„23 თებერვალი - 2 მარტი “

განისაზღვროს: „25 თებერვალი - 2 მარტი “

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია