Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „“სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“  (ინგლისურენოვანი) და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 22 ივლისის N151/01-01 ბრძანების

1.1. 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული  სტუდენტებისათვის
(I სემესტრი):

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-18 აგვისტო - 27 ოქტომბერი;;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 20-27 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 20 ოქტომბერი - 27 დეკემბერი, 8 იანვარი - 18 მარტი
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები) - 16 – 21 მარტი; 
ა.ე) არდადეგები- 28 დეკემბერი - 7 იანვარი, 27 -29 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 16 მარტი - 30 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 28 - 30 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)– 30 მარტი -8 აგვისტო; 
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები)  - 10 – 15 აგვისტო;
ბ.ე) არდადეგები- 17 აგვისტო - 20 სექტემბერი.


1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-18 აგვისტო - 8 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 22 სექტემბერი - 8 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები  (კურაციული სისტემით) – 29 სექტემბერი - 27 დეკემბერი, 8 იანვარი - 18 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები) - 20 - 26 თებერვალი; 
ა.ე) არდადეგები- 28 დეკემბერი - 7 იანვარი, 27 თებერვალი -8 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 16 თებერვალი- 9 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 2 -9 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)– 9 მარტი -18 ივლისის;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები)- 20 – 25 ივლისი; 
ბ.ე) არდადეგები- 27 ივლისი - 20 სექტემბერი

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია