Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის  მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ე’’ და „ნ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის  2023 წლის 03 ოქტომბრის N378 დადგენილების, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2023 წლის 09 სექტემბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების,საფინანო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მანონი ჯოჯუას 11.02.2026წ. N2724/10 მოხსენებითი  ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტების არსებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერის (განულების) შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 25 ოქტომბრის N311/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (დანართი N1);
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს,  შეიტანოს   შესაბამისი   ცვლილებები სტატუსშეჩერებული სტუდენტების მონაცემთა ბაზებში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ  გვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება  დაინტერესებული პირის  მიერ შიძლება გასაჩივრდეს მისი  ოფიციალურად გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში   ქ.  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე