Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული    „უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებიდან   სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გადასვლის  წესისა  და  საფასურის“    N1 დანართის მე-5 მუხლის  მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს    2011 წლის    25 ივლისის    N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული  „სსიპ    – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, ზუსტ და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა   ფაკულტეტის   დეკანის     2026 წლის    20 თებერვლის N3540/28 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს    რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   ბაკალავრიატის   საგანმანათლებლო  პროგრამაზე “კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ-ფრანგული)“ ვაკანტური ადგილები - 100;

2.რიგგარეშე    შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება - 24-25 თებერვალი;

3.შიდა     მობილობის შედეგების გამოქვეყნება - 25 თებერვალი;

4.კრედიტების    აღიარება - 26 თებერვალი;
 
5.   ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 27 თებერვალი;

6.   სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 2 მარტი;

7.   რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი განხორციელდეს მატერიალურად;

8.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9.   ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია