Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორის გიორგი ჯაიანის 2026 წლის  27 მარტის  N6499/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი N1)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი  მაქაცარია   - საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის   ვლადიმერ  ჭიჭინაძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) ოთარ ჭკადუა  - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ) ნინო მანჯავიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის  მათემატიკის  მიმართულების  ასოცირებული პროფესორი.

დ)   თეიმურაზ დავითაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის  ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) რომან ჯანჯღავა  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია  ვეკუას   სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის   სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის  მათემატიკური პრობლემების და ანალიზის  მონათესავე საკითხების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2.  დამტკიცდეს საკონკურსო  კომისიის   თავმჯდომარედ    -  გიორგი  მაქაცარია, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ - ოთარ ჭკადუა  და  საკონკურსო კომისიის   მდივნად  - ნინო მანჯავიძე.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 11 მაისისა.

5.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია