Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის  10 მარტის   N133/01-04  და  16 მარტის N 160/01-04 ბრძანებებით დაიწყო წარმოება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საგანამანთლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის   2025-2026 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრის ჩათვლით ერთსა და  იმავე  სავალდებულო სასწავლო კომპონენტში  (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების    41-ე მუხლის  მე-5  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  ერთსა  და  იმავე   სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი,  პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს  სტუდენტის  სტატუსის  შეწყვეტის საფუძველს.წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2026 წლის 10 მარტის  N133/01-04 და 16 მარტის  N 160/01-04 ბრძანებებში   მითითებულ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის  სტატუსის  შეწყვეტის    საფუძველი,   ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა  შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.„უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ემუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  პირველი, მეორე და მესამე ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის, 55-ე  მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილების, 56-ე   მუხლის    მე-2   და   მე-3   ნაწილების,   57-ე   მუხლის,    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო    სამართლის   იურიდიული    პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის  „ა“,  „ბ“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2021 წლის  18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის,  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის N 6575/27; 27.03.2026 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს,  2025-2026  სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრის ჩათვლით  ერთსა და  იმავე  სავალდებულო  სასწავლო კომპონენტში  (სასწავლო კურსი,   პრაქტიკა,  საბაკალავრო  კვლევითი  ნაშრომი ან  სხვ.)  სამჯერ  კრედიტის ვერმიღების  გამო, წინამდებარე  ბრძანების  N1 დანართის  შესაბამისად  (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი  მიზნების მიღწევამდე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის ვადაში     ქ.   თბილისის     საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია