Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,   მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტის  უფროსის  იოსებ სოფრომაძის 2026 წლის 23 აპრილის N8784/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური   რესურსების   მართვის   დეპარტამენტის   სამეურნეო   და ინფრასტრუქტურის განყოფილებებში  მუშის   (10 ვაკანსია),  მებაღე-მეეზოვის   (4 ვაკანსია), სანტექნიკოსის  (  2 ვაკანსია),  ელექტრიკოსის   (2 ვაკანსია)  და    დურგლის   (  2 ვაკანსია) შესარჩევად:
2. მუშის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში  1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
2.1. მუშის ფუნქციები  (ძირითადი მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის  კუთვნილ  ტერიტორიაზე  ტექნიკური  პერსონალისთვის  ფიზიკური დახმარების გაწევა;
ბ) საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის, ასევე ინვენტარის გადატანა/გადაზიდვა; გ) სამშენებლო ნაგავისა და სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა;
დ) უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
3. მებაღე-მეეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათას სამას   ოცდაათი)   ლარის   ოდენობით   (საშემოსავლო   გადასახადისა   და   საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.1. მებაღე-მეეზოვის  ფუნქციები  (ძირითადი მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება;
ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა;
გ)   უშუალოდ  ხელმძღვანელისა   და   ადმინისტრატორის  მიერ  გაცემული  დავალებების შესრულება.
4. სანტექნიკოსის  (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000
(ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
4.1. სანტექნიკოსის  ფუნქციები  (ძირითადი მოვალეობები):
ა) წყლისა და საკანალიზაციო სისტემების შეკეთება/შეცვლა;
ბ) ონკანების, ჩამკეტების, უნიტაზების მონტაჟი და შეკეთება;
გ) მილების გაყვანა და გაწმენდა;
დ) უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
5. ელექტრიკოსის  (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
5.1. ელექტრიკოსის  ფუნქციები  (ძირითადი მოვალეობები):
ა) ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) დაზიანებული ელექტროსისტემების შეკეთება/შეცვლა;
გ) ჩამრთველების, როზეტებისა და ავტომატების მომსახურება;
დ) განათების სისტემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ე) უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
6. დურგლის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
6.1. დურგლის ფუნქციები  (ძირითადი მოვალეობები):
ა) სხვადასხვა სადურგლო სამუშაოების შესრულება ( კარების, ფანჯრების, საკეტების, იატაკის და სხვ.)
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
7. ძირითადი მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
8. პიროვნული თვისებები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბ) პუნქტუალურობა;
გ) ორგანიზებულობა
დ)შრომისმოყვარეობა;
ე)  ენერგიულობა.


9.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
10.  გასაუბრების  წარმატებით  გავლის  შემთხვევაში  აპლიკანტმა  7  კალენდარული  დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
11. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში.
12. გასაუბრება ჩატარდება 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.  დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ( მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
13.     დამატებითი     ინფორმაციის     მისაღებად     დაინტერესებულ     პირებს     შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე:  577943905; 577505458. 
14. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო და ინფრასტრუქტურის განვითარების    განყოფილებებში    თანამშრომლების    (შტატგარეშე    პოზიციები) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
15. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე