Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18, მე-20 და  21-ე პუნქტების, მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  საშტატო  განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის 7/04  ერთობლივი ბრძანების  და მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2026 წლის 14 მაისის  N10595/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2026 წლის   14 მაისის   სხდომის  შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული    კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
გიორგი მჭედლიშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - (0,5) საშტატო ერთეული
ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა  და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
ალექსანდრე სბორშჩიკოვი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ირაკლი სუხიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით) 
გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
ნინო ყვავაძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)
თამაზ  ჩხაიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)
დ) ჰიდროგეოფიზიკისა  და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
შოთა   გოგიჩაიშვილი  -   მეცნიერი  თანამშრომელი - (0,5)
საშტატო  ერთეული  (4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების  გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5.ბრძანება ძალაშია 2026 წლის 12 ივლისიდან.

რექტორი ჯაბა სამუშია