Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა  და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეს     სტუდენტის   სტატუსი     2025-2026 სასწავლო  წლის   გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური   რეგისტრაციის    გაუვლელობის გამო თსუ-ს  ქართულ  ენაში   მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის  მე-2 სემესტრის სტუდენტ რამიზ აჰმადოვს (პასპორტის N )
2.დაევალოს   საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილება სტუდენტის მონაცემთა ბაზაში.
3.ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.დაევალოს   კანცელარიას   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების   გარეშე  და  გადასცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია