geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის   პირველი   ნაწილის,   63-ე   მუხლის,   საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის N20553/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს   ცვლილება ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა    და    განათლების    მეცნიერებათა    ფაკულტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო                 პროგრამების სტუდენტებისათვის რიგგარეშე  შიდა  მობილობის  პროცესის  ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” რექტორის
2026 წლის   15 სექტემბრის   N235/01-01 ბრძანებაში  და   1-8 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ 1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის    მაგისტრატურის    საგანმანათლებლო    პროგრამების „იურიდიული ფსიქოლოგია“        და        „ფსიქოლოგიური        ანთროპოლოგია“ სტუდენტებისათვის ვაკანტური     ადგილები     მაგისტრარის     საგანამანთლებლო
პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:

 

1.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია — 9 ადგილი;
2.  ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება — 4
ადგილი;
3.  გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია — 10 ადგილი;
4.  განათლების ფსიქოლოგია — 4 ადგილი;
5.  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია — 2 ადგილი;


2. განისაზღვროს   რიგგარეშე   შიდა   მობილობისათვის   ფსიქოლოგიისა   და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები დოქტორანტურის საგანამანთლებლო პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:

6.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 2 ადგილი;
7.  განათლების ფსიქოლოგია - 1 ადგილი;
8.  ფსიქოლოგია - 1;


3.   რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება - 16-21 სექტემბერი;

4.   შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება - 22 სექტემბერი;

5.   კრედიტების აღიარება - 23 სექტემბერი;

6.   ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 24 სექტემბერი;

7. საგანმანათლებლო     ერთეულის     მიერ     სასწავლო     პროცესის     მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

8.  რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება — 28 სექტემბერი; “


2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 


რექტორი ჯაბა სამუშია