geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 - მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს   უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის     5 ოქტომბრის N22224/10  წერილის   საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-  კვლევითი  ერთეულის  წარმომადგენელთა  ვაკანსიების  შევსების 
მიზნით,  დაინიშნოს  აკადემიური  საბჭოს  წევრთა არჩევნები 2026 წლის  5 ნოემბერს:

ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 2 წევრი (4 წლის ვადით);
ბ) ზუსტ და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  2  წევრი (4 წლის ვადით)  და 1 წევრი  არჩევის ვადით 2028 წლის 9 ივლისამდე;
გ) იურიდიული ფაკულტეტი - 2  წევრი (4 წლის ვადით);
დ) მედიცინის ფაკულტეტი - 2 წევრი (4 წლის ვადით) და 1 წევრი  არჩევის ვადით 2028 წლის 9 ივლისამდე;

ე)   სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტი -   2 წევრი   (4 წლის ვადით);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -   2  წევრი (4 წლის ვადით);
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2  წევრი (4 წლის ვადით);
თ)     დამოუკიდებელი      სამეცნიერო-კვლევითი     ერთეული      -     ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი  - 1 წევრი   არჩევის ვადით 2028 წლის 9 ივლისამდე.

2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით,

შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერი კაპანაძე - უნივერსიტეტის   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი -

კომისიის წევრი;

ბ) აკაკი მიქაბერიძე -   უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში - კომისიის წევრი;
გ)   შოთა   კეჟერაშვილი   -   უნივერსიტეტის      უწყვეტი   განათლების   ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
დ)   ვალერი   არღუთაშვილი   -   უნივერსიტეტის   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  - კომისიის წევრი;
ე)   ზურაბ   გოგშელიძე   -       უნივერსიტეტის   სასწავლო   პროცესის   მართვის დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი; 
ვ) გიორგი ოქიტაშვილი -    უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - კომისიის წევრი;
ზ) პავლიკა ჯაგუნავა - უნივერსიტეტის   ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი  -კომისიის წევრი;
თ) ცირა თოფურია - უნივერსიტეტის  კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზაციული  უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - კომისიის წევრი.
3.      დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 5 ნოემბერს    არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2026  წლის

19 ოქტომბერს  10:00  საათზე  და  დასრულდეს  2026  წლის  23   ოქტომბერს   18:00 საათზე (5 სამუშაო დღე).

6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  არ  უკავიათ  აკადემიური, ადმინისტრაციული   ან  სამეცნიერო  თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის   კანცელარიაში,   შემდეგ   მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114.
8.      წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
10.   ბრძანების  შესასრულებლად   გადაცემა   მასში   მოყვანილ   დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

12.     კონტროლი     ბრძანების     შესრულებაზე     დაევალოს     ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
13.     წინამდებარე     ბრძანება     დაინტერესებული     პირის     მიერ     შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  ძალაში  შესვლის  დღიდან 1  თვის  ვადაში   ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია