geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ისტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 სექტემბრის 15/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2026 წლის 19 ოქტომბრის N23743/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 19 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად.

ა) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:

შორენა მურუსიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული. 

ბ) კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება:

გიორგი ავთანდილაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 0.5 საშტატო ერთეული.

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი)

5. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026 წლის 26 ოქტომბრიდან.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე ასტახიშვილი