geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბერის №436 დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა", „ბ", „გ" ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის, მე-8 პუნქტის, მე-4 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის, თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 28 ოქტომბრის N24781/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ქ. თბილისში რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების რეგისტარცაიის თარიღი, ფორმა და ნუსხა (დანართი N1).
2. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ქ. თბილისში რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შერჩევის თარიღი (დანართი N2).
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შესარჩევი კომისია (დანართი N3). 
4. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შერჩევის წესი და პირობები (დანართი N4).
5. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის სააპელაციო კომისია (დანართი N5).
6. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელშეკრულების გაფორმების პირობები და ვადა (დანართი N6).

7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
10. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, დაინტერსებული პირის მიერ, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია