Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილების, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 7 მარტის №4079/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,

     

    აკადემიური საბჭო ადგენს: 

     

    1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 თებერვლის №47/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

     

    ა) პირველი პუნქტის „ნ“  და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „ნ) ბუბა ბაღდავაძე - მაგისტრანტი;
    ო) გიორგი ჭყოიძე - ბაკალავრიატის სტუდენტი;“;

     

    ბ) პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „რ) ნინო გუგუნავა - კურსდამთავრებული;“;

     

    გ) პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „წ) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;“;

     

    დ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:

     

    „ჭ) ელზა ჩაჩანიძე - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი;“;

     

    ე) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „ლ) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;“;

     

    ვ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „ვ) გიორგი ჩავლეიშვილი - სტუდენტი;“;

     

    ზ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „ლ) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;“;

     

    თ) მე-4  პუნქტის „ზ“  და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „ზ) გიორგი გაბუნია - კურსდამთავრებული;
    თ) ანანო ფაღავა - სტუდენტი;“;

     

    ი) მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „ლ) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.“.

     

    2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
    3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
    4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
    5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

     

    აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
    აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
    აკადემიური საბჭოს წევრი