Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 23 მარტის №5772/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 მარტის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილებაში:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“;

 

ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა (დანართი №1);“;

 

გ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:

 

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა“;

 

გ.ბ) I თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი I. საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქცია“;

 

გ.გ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა  და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე  დოკუმენტით  დადგენილ  მინიმალურ  მოთხოვნებს  და მასში მითითებული უნდა იყოს:


ა) პროგრამის სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად);
ბ) მისანიჭებელი კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად);
გ) პროგრამის მოცულობა კრედიტებით  და მათი განაწილება (საფაკულტეტო, სავალდებულო, არჩევითი, თავისუფალი და სხვ.);
დ) სწავლების ენა/ენები;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე;
ვ) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში ეთითება შესაბამისი მიმართულებები/დარგები/ქვედარგი, პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით);
ზ) სწავლის შედეგები;
თ) სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები;
ი) სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა და შეფასების კრიტერიუმები;
კ) სასწავლო გეგმა, სწავლების ორგანიზების თავისებურებების მითითებით;
ლ) პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები/კოორდინატორი;
მ)  დასაქმების  სფეროები;
ნ) სწავლის საფასური ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის (მათი არსებობის შემთხვევაში);
ო) დამატებითი  ინფორმაცია:  საჭიროების შემთხვევაში  უნდა  მიეთითოს  რომელი  სემესტრიდან  არის   რეკომენდებული პროგრამაზე სწავლის დაწყება, რომელ  დამატებით პროგრამასთან კომბინირება არის სასურველი და სხვ.“;

 

გ.დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

“1. ბაკალავრიატის სწავლების საფეხური მოიცავს 240 კრედიტს.  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 300  კრედიტს, ხოლო  დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს 360/300 კრედიტს.“;

 

გ.ე) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2.  ერთობლივი პროგრამა წარმოადგენს ერთ ან მეტ პარტნიორ  დაწესებულებასთან (თუ ამ უკანასკნელს აქვს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება) თანამშრომლობის საფუძველზე  განხორციელებულ საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/სამაგისტრო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამას, რომელიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს:

 

ა) პროგრამის აღწერილობა და ყველა პარტნიორი დაწესებულების სია, რომელიც შეთანხმებულია ყოველ პარტნიორ დაწესებულებასთან;
ბ) კურსდამთავრებულს ენიჭება აკადემიური ხარისხი თითოეული პარტნიორი დაწესებულების მიერ ან ერთობლივი ხარისხი – პარტნიორი დაწესებულებების მიერ.“;

 

გ.ვ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დ) პარტნიორი დაწესებულების შესაბამისი პერსონალი იყოს საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საკვალიფიკაციო ნაშრომის ხელმძღვანელი/თანახელმძღვანელი.“;

 

გ.ზ) II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი II. საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების პროცედურა“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე