საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2017 წლის 3 ნოემბრის №19956/29 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-4 მუხლის 4.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.2. დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში. ქართულ ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუკი სადოქტორო პროგრამის ცალკეული კომპონენტი/კომპონენტები ხორციელდება ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც წარმოადგენს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას, ასეთ შემთხვევაში, დოქტორანტს ეკისრება ვალდებულება, დისერტაციის დაცვამდე სულ მცირე ორი სემესტრით ადრე დაადასტუროს ქართული ენის ცოდნა ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით ან გამოცდით.“;
ბ) მე-7 მუხლის 7.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.4. დოქტორანტურის სავალდებულო კვლევითი კომპონენტის შესრულება დასტურდება სადისერტაციო ნაშრომის წარმოდგენით და დაცვით.“;
გ) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის 8.2. პუნქტი;
დ) მე-8 მუხლის 8.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.3. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ სალექციო კურსებს და სხვა სახის აქტივობებს:
დასახელება | სტატუსი | კრედიტ. რაოდენობა |
სწავლების თანამედროვე მეთოდები | სავალდებულო | 5 კრედიტი |
პროფესორის ასისტენტობა | სავალდებულო | 15 კრედიტი |
სემინარი | სავალდებულო | 15 კრედიტი |
აკადემიური წერა | სავალდებულო | 5 კრედიტი |
არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა | არჩევითი | 10 კრედიტი |
სტატისტიკური პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში | არჩევითი | 5 კრედიტი |
მეცნიერების მენეჯმენტი | არჩევითი | 5 კრედიტი |
კვლევის მეთოდები | არჩევითი | 5 კრედიტი |
საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები | არჩევითი | 10 კრედიტი |
უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსმენილი სასწავლო კურსი შეფასების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში | არჩევითი | 10 კრედიტი |
ე) ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი;
ვ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს და უძღვება სადისერტაციო საბჭოს სხდომებს სემესტრში ერთხელ მაინც;
ბ) უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებგვერდზე.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე