ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
05.02.2018, №34/2018; 26.03.2018, №94/2018;
26.03.2019, №33/2019 დადგენილებებით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 6 დეკემბრის №22354/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №24 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს:
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა (დანართი №1); (№34/2018, 05.02.2018) (№94/2018, 26.03.2018) (26.03.2019, №33/2019)
ბ) სასწავლო გეგმის სარეკომენდაციო ფორმა (დანართი №2);
გ) სასწავლო კურსის სილაბუსის სარეკომენდაციო ფორმა (დანართი №3);
დ) ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ თანხმობის წერილის სარეკომენდაციო ფორმა (დანართი №4).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა” დამტკიცებული აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე