Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის №1887/02, 25.01.2016 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) I ნაწილის “ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
გ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
დ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 79).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი                                                               აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე