Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.05.2016, №18151/02 წერილის საფუძველზე, 

     

    აკადემიური საბჭო ადგენს:

     

    1. შევიდეს დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესის და უცხო ენის ცოდნის განმარტების“ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:


    ,,21. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების ჩატარების ვადად რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლოა განისაზღვროს ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული საგამოცდო პერიოდი.’’


    2. წინამდებარე დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
    4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

     

     

    პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
    რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე