Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№85/2015, 04.09.2015;  №127/2015, 14.12.2015; 
№46/2016, 25.04.2016;  №100/2016, 02.09.2016;
№11/2017, 30.01.2017; №84/2018, 26.02.2018
დადგენილებებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015  წლის 15 იანვრის №06/01-01 და  2015 წლის 21 იანვრის №13/01-01 ბრძანებებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების (წერილი: 13.03.2015,  №9858/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: 

 

I. ფსიქოლოგია


ა)  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია

 

ა.ა)  ამოღებულია; (№46/2016, 25.04.2016)  
ა.ბ) მედეა დესპოტაშვილი - ასოცირებული პროფესორი;(№46/2016, 25.04.2016)  
ა.გ) ეკატერინე ფირცხალავა - ასოცირებული პროცესორი.(№46/2016, 25.04.2016)  
ა.დ) ელენე კვანჭილაშვილი - ასისტენტ-პროფესორი; (№100/2016, 02.09.2016)
ა.ე) ლია ჩხიკვიშვილი - ასისტენტ-პროცესორი. (№100/2016, 02.09.2016)

 

ბ)   კოგნიტური ფსიქოლოგია

 

ბ.ა)   ამოღებულია; (№46/2016, 25.04.2016)  
ბ.ბ. ირაკლი იმედაძე - ასოცირებული პროფესორი. (№85/2015, 04.09.2015)
ბ.გ) ლალი სურმანიძე - პროფესორი. (№127/2015, 14.12.2015)
ბ.დ) ირინე ჟვანია - ასოცირებული პროფესორი.(№46/2016, 25.04.2016)  
ბ.ე) ვლადიმერ გამსახურდია - ასისტენტ-პროფესორი.(№100/2016, 02.09.2016)

 

გ)   პიროვნების ფსიქოლოგია

 

გ.ა)   ამოღებულია; (№46/2016, 25.04.2016)  
გ.ბ) ლილი ხეჩუაშვილი - ასოცირებული პროფესორი;(№46/2016, 25.04.2016)  
გ.გ) ხათუნა მარწყვიშვილი - ასოცირებული პროფესორი.(№46/2016, 25.04.2016)  
გ.დ) მარიამ ფანჯიკიძე - ასისტენტ-პროფესორი. (№100/2016, 02.09.2016)

 

დ)  განათლების ფსიქოლოგია და კვლევა

 

დ.ა)  ამოღებულია; (№84/2018, 26.02.2018)
დ.ბ)  ირინე გედევანიშვილი-ასისტენტ-პროფესორი.

 

ე) ადამიანური რესურსების მართვა (№127/2015, 14.12.2015)

 

ე.ა) იამზე კუტალაძე - პროფესორი.
ე.ბ) მაია რობაქიძე - ასოცირებული პროფესორი.(№46/2016, 25.04.2016)  

 

ვ) სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია და კონსულტირება (№100/2016, 02.09.2016)

 

ვ.ა) ამოღებულია; (№84/2018, 26.02.2018)
ვ.ბ) სოფიო თევდორაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ზ) ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება (№100/2016, 02.09.2016)

 

ზ.ა) თეონა ლოდია - ასისტენტ-პროფესორი;

 

თ) კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (№11/2017, 30.01.2017)

 

თ.ა) შორენა მამუკაძე - ასოცირებული პროფესორი; (№11/2017, 30.01.2017)

 

II. განათლება (№100/2016, 02.09.2016) 

 

ა) პედაგოგიკა

 

ა.ა) ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) ეფემია ხარაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.გ) ნინო ჩახუნაშვილი - ასისტენტ-პროფესორი; (№11/2017, 30.01.2017)

 

2. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №23/2011 დადგენილების მე-2 პუნქტის „ლ“, „მ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
რექტორი, პროფესორი