Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 17.12.2013, №172/01-01 ბრძანების საფუძველზე,

     


    აკადემიური საბჭო ადგენს:

     

    1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

     

    ა) საქართველოს ისტორიის მიმართულება:


    1. ჯაბა სამუშია - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
    2. გიორგი ოთხმეზური - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარიე მოადგილე);
    3. დიმიტრი შველიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
    4. ქეთევან ნადირაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
    5. გიორგი ჟუჟუნაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

     

    ბ) რომანული ფილოლოგიის, ფრანგული ენის მიმართულება:


    1. ქეთევან გაბუნია  - პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   რომანისტიკის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
    2. ლია ლორია -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი (თავმჯდომარის  მოადგილე);
    3. მარინე კობეშავიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  რომანისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
    4. ხათუნა წიკლაური - საქართველოს უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი;
    5. ია ჩიქვინიძე  – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი.

     

    2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
    3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
    4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

     


    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
    რექტორი