„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,
1. შეჩერდეს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N 256 დადგენილება და იგი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ნოემბრიდან.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს თსუ აკადემიური საბჭოს სამდივნოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი