Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
    26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით



    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

     

    1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს № 92 დადგენილებაში “ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ”:


    1.1. მე-6 მუხლის მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ზ” ქვეპუნქტი ,,იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის/აღდგენის წესით ჩარიცხულ სტუდენტს მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ვერ სთავაზობს მომსახურებას.”
    1.2. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში.”

     

    2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ.ჩიქოვანი).

    3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

     


    გიორგი ხუბუა
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი