Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანისტიკის ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე კომისიის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნენ ფატმან ანთაძე და თეა შურღაია.


    ირანისტიკის ქვემიმართულებით კონკურსი გამოცხადებული იყო ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე. კომისიის გადაწყვეტილება 2 კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონს და რექტორის 2008 წლის 16 სექტემბრის №81/01-01 ბრძანებას.


    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

     

    დაადგინა:

     

    1. ბათილად იქნეს ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2008 წლის 8 ნოემბრის დასკვნის ის ნაწილი, რომლითაც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანისტიკის ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორის (1 საშტატო ერთეული) თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილ იქნა ფატმან ანთაძისა და თეა შურღაიას კანდიდატურები, თავისი თანმდევი შედეგებით;


    2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში ( მის: დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12 კმ.);


    3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

     

    პროფესორი გიორგი  ხუბუა 

                 
    აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
    რექტორი