Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №10930/10 და 17 ივნისის №10919/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ადამიანური რესურსების მართვა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა)  III   ნაწილის  „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 833 ქვეპუნქტი: 

 

„833. ადამიანური რესურსების მართვა (დანართი 302);“;

 

ბ) VII  ნაწილის  „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2062 ქვეპუნქტი: 

 

„2062. გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია (დანართი 303);“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე

რექტორი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე