Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

    2012 წლის 11 ივნისის №42/2012 დადგენილებით


    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.06.2011 №16760/02 წერილის საფუძველზე,

     

    აკადემიური საბჭო ადგენს:

     

    1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციას გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 29.05.2012, №67/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე. (№42/2012, 11.06.2012)

     

    2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

    3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

     


    ალექსანდრე კვიტაშვილი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი