Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 27 ივლისის №14260/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №14 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


    აკადემიური საბჭო ადგენს:


    1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური   საბჭოს   2019  წლის   7  ივნისის №69/2019 დადგენილებაში და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1). 


    2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
    3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
    4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     

    გიორგი  შარვაშიძე

    რექტორი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე