საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №18769/10, №18770/10, №18771/10, №18772/10 და №18773/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 21 სექტემბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 5);
ვ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 7);
ზ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 9);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული სისტემები“ (დანართი 10);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები“ (დანართი 11);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 12);
მ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი 13);
ნ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);
ო) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
პ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 16);
ჟ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმიური ექსპერტიზა “ (დანართი 17);
რ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 18);
ს) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება” (დანართი 20);
ტ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 21);
უ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 22-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოფიზიკა (ინტერდისციპლინური)“ (დანართი 22);
ფ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 23-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი 23);
ქ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” (დანართი 193);
ღ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 24-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 24);
ყ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 25);
შ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 26);
ჩ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 27-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 27);
ც) I ნაწილის „გ“ პუნქტის 28-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 28);
ძ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 29-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი 29);
წ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 30);
ჭ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 31-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი 31).
2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“34. ჟურნალისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 34);”;
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ-რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 41);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“45. მედიის კვლევები (დანართი 45);”;
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 59);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 60);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“ (დანართი 62);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი 64);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 295);
ტ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 257);
უ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 7611 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ურბანისტიკა“ (დანართი 271).
3. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 80);
ბ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81).
4. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 128-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კლასიკური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 128);
ბ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი 144);
გ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 181-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფილოლოგია“ (დანართი 181).
5. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ბ) VII ნაწილის „გ“ პუნქტის 2154 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 301);
გ) VII ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250);
დ) VII ნაწილის „ზ“ პუნქტის 221-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ (დანართი 299).
6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
8. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე, გარდა დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“, „თ“, „ლ“, „მ“, „ჟ“ და „ტ“ ქვეპუნქტებისა, რაც ძალაში შევიდეს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე