Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის „ბ“ პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2021 წლის 8 დეკემბრის №26141/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 10 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5.1    კენჭისყრა დეკანის ასარჩევად ტარდება 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, ფაკულტეტის მიერ გამოცხადებულ არჩევნების დღეს;“


ბ) №1 დანართს მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:


„მუხლი 71. არჩევნების ალტერნატიული პროცედურა


71.1    ქვეყანაში ისეთი მდგომარეობის არსებობისას, რომელიც ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის ფიზიკურ პირთა გადაადგილებას ან შეკრებას და შესაბამისად, წინამდებარე საარჩევნო პროცედურით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფას, შესაძლებელია, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკანის საარჩევნო პროცედურა განხორციელდეს დისტანციურად, კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
71.2    ამ მუხლის 71.1 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებლობისას ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით:
ა) ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დეკანის არჩევის მიზნით ტარდება დისტანციურად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით;
ბ) მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და მისი დანართების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე და ფორმატით;
გ) კენჭისყრის ჩატარება შესაძლებელია ამ პროცედურის მე-3 და მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის 5.1, 5.2 და 5.4 პუნქტების, მე-6 მუხლის 6.2 პუნქტისა და მე-7 მუხლის 7.1, 7.2 და 7.3 პუნქტების გათვალისწინების გარეშე, ხმის მიცემის თსუ-ის მიერ შემუშავებული ან სხვა ინტერნეტპლატფორმის საშუალებით, რომელსაც შეარჩევს და განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო და რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიმცემის სრულფასოვან იდენტიფიკაციას (მათ შორის პირადობის მოწმობის წარდგენით) და ხმის მიცემის სრულ ფარულობას;
71.3 მე-7 მუხლის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო კომისიის მიერ ივსება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიის მიხედვით;
ბ) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
გ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით მიღებული ხმების რაოდენობა;
დ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით მიღებული ისეთი ხმების რაოდენობა, სადაც გაურკვეველია ხმის მიმცემის არჩევანი ან დადებითი ხმა მიცემულია ერთზე მეტ კანდიდატზე - ბათილი ხმა;
ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე