Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის „ბ“ პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2021 წლის 27 დეკემბრის №28002/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 დეკემბრის №135/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:


„მუხლი 71. არჩევნების ალტერნატიული პროცედურა
1. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობის არსებობისას, რომელიც ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის ფიზიკურ პირთა გადაადგილებას ან შეკრებას და შესაბამისად, წინამდებარე საარჩევნო პროცედურით    გათვალისწინებული    დებულებების    შესრულების    უზრუნველყოფას, შესაძლებელია, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკანის საარჩევნო პროცედურა განხორციელდეს დისტანციურად, კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებლობისას ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით:
ა) ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დეკანის არჩევის მიზნით ტარდება დისტანციურად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით;
ბ) მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და მისი დანართების წარმოდგენა შესაძლებელია  ელექტრონულად,  ფაკულტეტის  საბჭოს  მიერ  განსაზღვრულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე და ფორმატით;
გ) კენჭისყრის ჩატარება შესაძლებელია ამ პროცედურის მე-3 და მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინების გარეშე, ხმის მიცემის თსუ-ის მიერ შერჩეული ინტერნეტპლატფორმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიმცემის სრულფასოვან იდენტიფიკაციას (მათ შორის პირადობის მოწმობის წარდგენით) და ხმის მიცემის სრულ ფარულობას;
დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო კომისიის მიერ ივსება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
დ.ა) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიის მიხედვით; 
დ.ბ) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
დ.გ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით მიღებული ხმების რაოდენობა;
დ.დ)  შესაბამისი  კომპიუტერული  პროგრამით  მიღებული  ისეთი  ხმების  რაოდენობა, სადაც გაურკვეველია ხმის მიმცემის არჩევანი ან დადებითი ხმა მიცემულია ერთზე მეტ კანდიდატზე - ბათილი ხმა;
დ.ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა; 
დ.ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე