Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 28 იანვრის №1514/10, №1516/10 და №1517/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


    აკადემიური საბჭო ადგენს:


    1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


    ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით №4 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №4);
    ბ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით №10 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ინფორმაციული სისტემები“ (დანართი №10);
    გ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16  ქვეპუნქტით №16 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია” (დანართი №16);
    დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17  ქვეპუნქტით №17 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმიური ექსპერტიზა” (დანართი №17);
    ე I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231  ქვეპუნქტით №193 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” (დანართი №193);
    ვ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე  ქვეპუნქტით №25 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა   „მათემატიკა“ (დანართი №25);
    ზ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 27-ე  ქვეპუნქტით №27 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ქიმია “ (დანართი №27);

    თ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა “ (დანართი №77);
    ი) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით №78 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №78);
    კ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 831  ქვეპუნქტით №211 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი” (დანართი №211);
    ლ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832  ქვეპუნქტით №289 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი №289);
    მ) IV ნაწილის „გ“ პუნქტის 92-ე  ქვეპუნქტით №92 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №92).


    2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
    3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
    4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე, გარდა დადგენილების პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განხორციელებული ცვლილებისა, რაც ძალაში შევიდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

     

    გიორგი  შარვაშიძე
    რექტორი
    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე