Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №2847/10, №2848/10 და №2850/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით №79 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №79);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 791 ქვეპუნქტით №274 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა)“ (დანართი №274);
გ)  III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე  ქვეპუნქტით №82 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)” (დანართი №82);
დ) V ნაწილის „ე“ პუნქტის მე-100  ქვეპუნქტით №100 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ (დანართი №100);
ე) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით №225 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (დანართი №225);
ვ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით №239 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239);
ზ) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2152 ქვეპუნქტით №279 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები“ (დანართი 279);

თ) VII  ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით №250 დანართად დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი №250);
ი) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 218-ე ქვეპუნქტით №270 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი““ (დანართი 270);
კ) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით №288 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“  (დანართი 288).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე